ახალი ამბები
ვიზიტორთა ცენტრები 6 აპრილის ჩათვლით დაკეტილი იქნება
ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტს დაიკეტა. არსებული ვითარების გამო, ეს პერიოდი, 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება დაცული ტერიტორიების სააგენტომ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურად იმუშავებს და მომხმარებლებს სიახლეებს ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გააცნობს.
Print