ახალი ამბები
ბორჯომში, ვიზიტორთა ცენტრმა და მუზეუმმა ტურისტების მიღება დროებით შეწყვიტა
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბორჯომში ტურისტული სივრცეები დროებით მუშაობას წყვეტს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხვალიდან 10 დღის განმავლობაში დაიკეტა ვიზიტორთა ცენტრი. ჩვეულ რეჟიმში იმუშავეს პარკის ადმინისტრაცია. სტუმრებისთვის კარი დაკეტილია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც. სავარაუდოდ 1 აპრილიდან განაახლებს მუზეუმი მუშაობას.
Print