ახალი ამბები
"ორჯერ ფეხი მომცურებია" - დაზიანებული კიბე და მოუწესრიგებელი ტრამპლინი ბაკურიანში
მოუწესრიგებელი ტრამპლინი და იქამდე მისასვლელი კიბე უკვე რამდენიმე ათეული წელია ბაკურიანში რეაბილიტაციას საჭიროებს. რკინის კონსტრუქცია დაზიანებულია და მოთხილამურებისთვის ეს კიბე ბეწვის ხიდად იქცა. ახსოვთ დაშავების არაერთი შემთხვევაც. პრობლემა ცნობილია როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე, თუმცა მისი მოგვარების ვადები, შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი.
Print