ახალი ამბები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება
დღეს, 29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე, მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. 


ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება. 


Print