ახალი ამბები
ავარია კახეთში - მსხვერპლი მამა-შვილი
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე.
მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.



წყარო: prime time
Print