Error
ახალი ამბები
"ძალიან დიდი რაოდენობის წყლის რესურსი სჭირდება“ - რატომ ვერ ვიყენებთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ განაცხადა, ტურისტების დიდი ნაკადის გამო ამ ეტაპზე მხოლოდ საბაგიროებია ჩართული.

რაც შეეხება ხელოვნურ გათოვლიანების სისტემას, თამაზ გამცემლიძის თქმით, ეს საკმარისი არ არის, რადგან ამისთვის წყლის დიდი რეზერვუარებია საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანს არ აქვს.

„ზოგადად, ძალიან გაზრდილია ევროპული წილი ჩვენს ტურიზმში. მაგრამ ეს იმით არ არის გამოწვეული, რომ იქ მყინვარები დადნა. რა თქმა უნდა, თოვლისა და კლიმატის პრობლემა არის, მაგრამ ამისთვის ძალიან კარგად არიან მომზადებულები. ბევრი ათწლეულებია, რაც ისინი გადასულები არიან ხელოვნურ თოვლზე და პრაქტიკულად პრობლემა არ აქვთ, რადგან წყლის დიდი რესურსი და შესაბამისი რეზერვუარები აქვთ, რასაც ჩვენ ახლა ვიწყებთ. მოხსენებათ, გუდაურში ახლა დასრულდა რეზერვუარების მშენებლობა და მომავლ წლებში ბაკურიანში უნდა გაკედეს. ხელოვნური გათოვლების სისტემა ორი კილომეტრი გვაქვს ბაკურიანში, თუმცა ეს ძალიან მცირეა და დაახლოებით, 6 კილომეტრამდეა გუდაურში. თუმცა, ამას ძალიან დიდი რაოდენობის წყლის რესურსი და ცალკე ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამჟამად კი, როდესაც სრულად ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების მომარაგებაც კი „წკიპზეა“, წელს შეიძლება პრობლემა შეიქმნას.

წყლის მარაგი ჩვენ გვქონდა. პირველ წლებში, როდესაც ეს სისტემა დამონტაჟდა, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, კარგად ვათოვლიანებდით გუდაურსაც და ბაკურიანსაც, უბრალოდ, მერე უკვე ისეთი მღალი ტემპით მოხდა განაშენიანება და საწოლი ადგილების მომატება, რომ წყლის პრობლემა გაჩნდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველგან ხდება მსგავსი რამ. მარტო ტურისტების ნაკადების 600%-იანი ზრდა გვაქვს, ამას ემატება იმ ადამინების რიცხვი, ვინც იქ ბინა შეიძინა, რამდენი ახალი შენობა აშენდა და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ბაკურიანის შემოგარენში, რაც წყლის რესურსია, მთლიანად ათვისებულია, უბრალოდ, აქ საჭროა მსხვილი პროექტი და ინვესტიცია, რომელიც კურორტებს მოამარაგებს წყლით“,
- განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.
Print