ახალი ამბები
რესტორან 'რჩეულში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში, რესტორან "რჩეულში" გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მეხანძრეები ადგილზე მუშაობას ასრულებენ. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 300 კვ. მ ფართობი, შენობაში განადგურდა ინფრასტრუქტურა. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ბუხარი გახდა. რესტორნის მენეჯერის თქმით, ხანძარმა რესტორანს დაახლოებით 100 000 ლარის ზარალი მიაყენა.
Print