ახალი ამბები
ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ორ ქალაქში
ამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომსა და ხაშურში. კერძოდ: ხაშურში, ცხრამუხასთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა საკმაოდ დაზიანებულია და არიან დაშავებულებიც. დამატებითი ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, შესაბამისი სამსახურების ადგილზე მობილიზება ახლახანს ხდება.

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა კი ბორჯომში, კერძოდ ახალდაბაში მოხდა. ერთმანეთს, სამგზავრო სამარშუტო ტაქსი და მერსედესის მარკის ჯიპის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.  შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, რომელიც გულისხმობს ამ მუხლის მე-6, 6​2 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. უწყების ცნობით, შემთხვევას არ ჰყავს დაშავებულები. დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს, როგორც კი ცნობილი გახდება, ტელეკომპანია "ბორჯომი" მალევე შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს
Print