ახალი ამბები
წყლის რესურსების მართვა და ახალი კანონპროექტის განხილვა ბორჯომში
წყლის რესურსების მართვის შესახებ ბორჯომში მედიასემინარი გაიმართა. თავდაპირველად მოხდა, ახალდაბის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღება, ადგილზე 5 კომპონენტი განისაზღვრა , რაც შემდგომი კვლევების მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამის შემდეგ, ჟურნალისტებს ახალი კანონპროექტის მნიშვნელობა გააცნეს. მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ყურადღება გამახვილა ქვეყანაში სააუზო მართვის დანერგვის საკითხებზე და ამ მიმართულებით დაგემილ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრა USAID-ის პროექტის მმართველობა განვითარებისთვის ორგანიზებით გაიმართა.
Print