250 000 დოლარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის
09:24 / 14.06.2018
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული
ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის
, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ფონდი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში
250 000 დოლარს დახარჯავს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და
ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული
პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც
ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის
გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ
მართვას.