საკირეში გიორგი მღებრიშვილს ელოდებიან
13:59 / 01.05.2018
ამ დროისთვის ხანძრის მთავარი კერები ლოკალიზებულია და საკირეში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს. საჭირო არ გახდა სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა, ხანძრის კერებამდე ვერ მივიდა სპეც. ტექნიკა. ხანძრის ლოკალიზება ადამიანური რესურსით მოხდა.
შსს-მ სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.