ახალი ამბები
საკირის ტყეში ცეცხლი ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ლოკალიზება რთულდება. კიდევ ერთი პრობლემა აქ ქვის ცვენაა, რაც კიდევ ერთხელ ართულებს ხანძრის კერამდე მისვლას.  საკირის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"ადგილზე მთელი რეგიონის ტექნიკაა მობილიზებული, აქამდე ქარი იყო და რთულდებოდა ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მეხანძრეები და მეტყევეები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით იმუშავებენ. მოლოდინი გვაქვს, რომ დილამდე შევძლებთ ხანძრის ლოკალიზებას" - ამბობს ბუბა ბერიძე.

კითხვაზე, არის თუ არა საჭირო ვერტმფრენის ჩართვა, მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ დგას.

"ღამის საათებში ხილვადობა რთულია, ამიტომ ვერტმფრენის ჩართვას აზრიც არ აქვს. ამ დროისთვის საკმარისი რესურსია ხანძრის ლიკვიდაციისთვის. თუ დილამდე ვერ მოხერხდა, ცეცხლის ჩაქრობა, შემდგომში გადაწყდება პროცესში ავიაციის ჩართვის საკითხი" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, დღეს სავარაუდოდ 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
Print