ახალი ამბები
ბორჯომში, საკირის ტყეში ხანძარს ებრძვიან
ამ წუთებში, საკირის ტყეში ე.წ. "ხრამითხევში", ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი დაახლოებით 10 მეასედზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

სოფელ საკირეში, მერის წარმომადგენლის თამაზ ჩუტკერაშვილის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 6 საათისთვის გაჩნდა, რა დროსაც მოსახლეობის მიერ მოხდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება. მისი თქმით, დასახლებულ ზონამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ხანძარი მოსახლეობიდან 4-5კმ-ის დაშორებითაა გაჩენილი. თამაზ ჩუტკერაშვილის განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ადგილობრივებიც არიან ჩართულები, მისი განმარტებით ხანძრის ლოკალიზება არ გართულდება.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და გუბერნიის წარმომადგენლები. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Print