ახალი ამბები
ხეების დარგვის აქცია პლატოს ტყეში
"უფრო მწვანე ბორჯომი" - ასე ერქვა გარემოსდაცვით აქციას, რომელიც დღეს პლატოს ტყეში მოეწყო. ტერიტორიაზე დაირგო 100 სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი. აქ მბეჭდავი ქერქიჭამიას მიერ დაზიანებული ხეები პერიოდულად იჭრება და გააქვთ აღნიშნული ადგილიდან. გარემოსდაცვითი აქციის ორგანიზატორი ფონდი "ჩვენი ბორჯომისათვის" იყო, რომელსაც შეუერთდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
Print