ახალი ამბები
შეშის ახალი ალტერნატივა საქართველოში - CENN-ის ტრენინგი ბორჯომში
რა ალტერნატივა არსებობს საშეშე მერქნის ჩასანაცვლებლად, ამ თემაზე სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში, CENN-ის ორგანიზებით ტრენინგი გაიმართა.
კომპანია KERA რომელიც 2 წელია საქართველოს ბაზარზე მუშაობს, ბიომასის ბრიკეტებს აწარმოებს და ამჟამად ზუგდიდში, სამტრედიასა და კახეთში 3 ქარხანას ფლობს. უახლოეს პერიოდში იგეგმება სამცხე-ჯავახეთსა და კიდევ 2 რეგიონში მსგავსი ქარხნების აშენება. ბრიკეტები, რომელიც შეშის ალტერნატიული საშუალებაა, გარემოს ზიანს არ აყენებს, არის ენერგოეფექტური და ფინანსურად ხელმისაწვდომი.
Print