ახალი ამბები
"იზრუნე და გაახარე" - ბორჯომში "თებე" ახალ ინიციატივას იწყებს
ბორჯომში, დღის ცენტრი "თებე" ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. "იზრუნე და გაახარე" - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც ოთახის მცენარეების განაშენიანება/წარმოებას გულისხმობს. ამ იდეის ავტორი კი თინათინ ლაღიძეა, რომელმაც პროექტი დაწერა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა ორბელიანი მეტის ფონდიდან განხორციელდა.

"თებე ინიციატივა “იზრუნე და გაახარე”-სთან ერთად იწყებს ოთახის მცენარეების განაშენიანება/წარმოებას . თებეს ბენეფიციარებმა ჩემთან ერთად უკვე დაიწყეს ოთახის მცენარეების გამრავლება (მომავალში უკვე ეზოს და გარე ფასადის მცენარეებიც გვექნება), ამ ეტაპზე გვაქვს ქლოროფიტუმისა და ბალბის ნერგები რომლებსაც ვამზადებთ გამოფენა-გაყიდვისთვის. ძალიან მალე, სავარაუდოდ აგვისტოში, გვექნება ნერგები რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება" - აცხადებს იდეის ავტორი თინათინ ლაღიძე

თებეს ახალი ინიციატივა უკვე სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი. Facebook გვერდი Care Today, Happiness Tomorrow სწორედ ამ სიახლის შესახებ გვიზიარებს ინფორმაციებს, რომლის გაცნობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
Print