ახალი ამბები
გამწვანების აქცია ფოკაში, წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტეროტორიაზე
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა.

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტეროტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული სასწავლებლის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს.

აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც სასულიერო პირები და მრევლი იზრუნებს.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.

Print