ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბორჯომში "საქმიან ეზოში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი „საქმიანი ეზოების“ მუშაობას ეტაპობრივად ეცნობა. კახა ცერცვაძე ამჯერად ბორჯომში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „საქმიანი ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 39 „საქმინი ეზო“, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში, ჯამში, 6 „საქმიანი ეზო ფუნქციონირებს. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, საშეშე მერქანის ტრანსპორტირების მომსახურებასაც სთავაზობს. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
Print