ახალი ამბები
სოფელ ყვიბისში ახალი საფეხბურთო მოედანი და სკვერი მოეწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ახალი საფეხბურთო მოედანი და სკვერი მოეწყო. ახლადგახსნილ საფეხბურთო მოედანზე პირველი ამხანაგური თამაში, N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლებს შორის შედგა. საფეხბურთო მოედანი და სკვერი სოფელში მოსახლეობის თხოვნით, IDS ბორჯომი საქართველომ მოაწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბორჯომთან" საკრებულოს დეპუტატმა (ენმ) ბაკურ გელაშვილმა განაცხადა.

"სოფელ ყვიბისში, ორი წლის წინ, IDS ბორჯომი საქართველოს მიერ დაპირებულ სპორტულ მოედანზე, წლების შემდეგ პირველად შედგა ამხანაგური თამაში, N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლებს შორის. მადლობა, მინდა გადავუხადო კომპანიას და მის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ბატონ გოგლა დავითაშვილს, რომელსაც ვთხოვეთ სკვერის და სტადიონის გაკეთება და დღეს ორივე გვაქვს. იმედი მაქვს, ყველა გაუფრთხილდებით და გავაუმჯობესებთ" - ბაკურ გელაშვილი.
Print