ახალი ამბები
ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა. შეძენილია საველე აღჭურვილობა - ტყის სატვირთო, პიკაპის ტიპის ავტომანქანები, ექსკავატორი და ხის გამყოფი დანადგარი. საველე სამუშაოები დასრულებულია, რის შემდეგაც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს განხორციელებული აქტივობები გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდენენ.



პროექტს სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მიერ პროექტისთვის 563 540 ევროა გამოყოფილი. პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

Print