ახალი ამბები
პლატოს ტყეს 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა.

ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს, IDS ბორჯომი საქართველო უკვე მეხუთე წელია ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი​ ფარგლებში, 4 ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 17 000-ზე მეტი ნერგი დარგო. IDS ბორჯომი საქართველოს მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენაა.

Print