ახალი ამბები
შეზღუდვების მოხსნა, სესხების გაყინვა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - მოთხოვნები ბაკურიანიდან
შეზღუდვების მოხსნა, სეზონური სესხების გაყინვა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია რასაც ბაკურიანში მცხოვრებლები ითხოვენ. ადგილობრივებმა დაბაში საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას დახმარება მოსთხოვეს. მათი თქმით, ზამთრის კურორტზე ყველა სახის ბიზნესი ადგილზეა გაჩერებული და ამუშავების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. უმუშევრობის ფონზე კი არ იციან როგორ შეძლებენ საბანკო ვალდებულებების შესრულებას. ისინი სახელმწიფოსგან რეაგირებას ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბების გაზრდას აანონსებენ.
Print