ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში 3000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი განთავსდა
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი განთავსდა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში პლატოს ტყე მავნებლით ყველაზე დაზიანებულ ადილს წარმოადგენს.

მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.
Print