ახალი ამბები
"მწვანე ზონად" გამოცხადებულმა ბორჯომმა დღეიდან დამსვენებლების მიღება დაიწყო
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. მწვანე ზონად გამოცხადებულმა ბორჯომმა დამსვენებლების მიღება დაიწყო. ბორჯომის ცენტრალური და ეროვნული პარკები უკვე ღიაა ვიზიტორებისთვის.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს. ბორჯომსა და ბაკურიანში, გახსნის უფლების მოპოვება ამ დრომდე 4-მა სასტუმრომ შეძლო.

მომხმარებლების მოლოდინშია კაფე-რესტორნებიც.

როგორია შიდა ტურიზმის გახსნის პირველი დღე ბორჯომში და რა დახვდებათ საკურორტო ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს, ნახეთ სიუჟეტში.
Print