ახალი ამბები
ბაკურიანის პარკის რეაბილიტაცია სექტემბრისთვის გადაიდო
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბაკურიანის პარკის რეაბილიტაცია გადაიდო. აქტიური სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

იქამდე კი პარკში დასაქმებულ მეიჯარეებს საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ამ ადამიანებს სეზონის განმავლობაში იჯარის საფასურზე გარკვეული პროცენტით შეღავათი დაუწესდებათ.
Print