ახალი ამბები
"ეს იქნება მძიმე ვალდებულება საპატრიარქოსთვის" - გარემოსდამცველების შეფასება ტყის ფართობის გაცემაზე
ბორჯომი, რომელიც ტყით დაფარული მუნიციპალიტეტია, ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი სწორედ ბუნებაში მდებარეობს. ტყის ახალი კოდექსის მიხედვით, რომელსაც პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, გულისხმობს არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემას თითოეულის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა. ეს არის კოდექსის მე-15 მუხლი, რომელიც ბოლო პერიოდში აჟიოტაჟის და განხილვის მთავარი თემა გახდა. ახალი ჩანაწერი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს. სახელმწიფოს და ჩართული მხარეების პოზიციები ნახეთ სიუჟეტში.
Print