არჩევნები 2018
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები საჯარო მოხელეებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ - ISFED
"სამართლიანმა არჩევნებმა" დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.


არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებმა.


სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.

ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას.

"აღნიშნული ფაქტები გარდა ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარისა, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით ხორციელდება", - ნათქვამია მონიტორინგის შედეგების ამსახველ ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტებიც გამოვლინდა, რასაც არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიის მიმდინარეობისას. გამოვლინდა ოპოზიციური პარტიის აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებზე ფიზიკური ძალადობის ოთხი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში კი პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.

ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიისას.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის - 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3; ფიზიკური დაპირისპირების - 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
36 ლარი დენი, 114 ლარი ბუნებრივი აირი - ვის შეეხება შეღავათები ბორჯომში
ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივ აირს კომპანია "სოკარ ჯორჯია" აწვდის. ამ კომპანიის აბონენტებს გადასახადის
14:58 / 01.04.2020
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 6 - 16 °C
img
ახალციხე 4 - 11 °C
img
თბილისი 4 - 16 °C
img
ასპინძა 3 - 11 °C
img
ახალქალაქი -1 - 8 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
GBP
GBP
1
3.8782
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.