ახალი ამბები
სახალხო დამცველი ახალქალაქში მომხდარ ფაქტს ეხმაურება
სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი,

ომბუდსმენი განცხადებით ეხმაურება ახალქალაქში მომხდარ ინცინდეტს და აცხადებს, რომ ძალადობის ჩამდენი ყველა პირი უნდა იქნას იდენტიფიცირებული და დასჯილი:

"გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. გიორგი ვაშაძის მითითებით, შტაბთან გამოცხადებულ თავდამსხმელებს შორის "ქართული ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრი იყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში შეფასება მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 1 - 12 °C
img
ახალციხე -2 - 9 °C
img
თბილისი 3 - 22 °C
img
ასპინძა -1 - 13 °C
img
ახალქალაქი -4 - 6 °C
img
გამოკითხვა
რა გამოწვევები მოაქვს ზამთარს ყველაზე მეტად?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0686
GBP
GBP
1
3.6110
TRY
TRY
1
0.4545
USD
USD
1
2.8042
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.