შალვა თადუმაძე - "ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე"
ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით. როგორც თადუმაძე ამბობს, ის პასუხისმგებლობას საბჭოთა განათლების კანონზე ვერ აიღებს.

„არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი სასწავლებელი. სადაც იყო გახსნილი, იქაც სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელშიც უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა თადუმაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეცედენტულია პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა.

„მგონია, რომ კარგია საზოგადოებამ დაინახა, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გასცეს ყველაზე კრიტიკურ კითხვებზე პასუხი, ისე რომ გენერალურ პროკურორს საკანონდმებლო რეგულაციებით ამის ვალდებულება არ გააჩია. თუმცა, ამ ფორმატში მე ვალდებული ვარ გამოვიდე და ვისაუბრო ყველა კითხვაზე და გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენპროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე. ეს თმენის ვალდებულება ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს“, -განაცხადა თადუმაძემ.
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 9 - 24 °C
img
ახალციხე 5 - 22 °C
img
თბილისი 10 - 23 °C
img
ასპინძა 7 - 23 °C
img
ახალქალაქი 4 - 20 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
GBP
GBP
1
3.7788
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.