ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ხმები 54%-მდე გაიზარდა - უბნების 99%-ის წინასწარი შედეგები
დილის 9 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 3088 უბნის (99.261%) წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.


პარტიების მონაცემები ასეთია:

„ქართული ოცნება“ - 54,234%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10,822%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10,105%;
„ძლიერი საქართველო“ - 8,758%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 7,753%;
„გირჩი“ - 3,004%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,45%
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,728%



აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.

3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
Print