ხმის მიცემა ძველი თუ ახალი ტექნოლოგიებით, ბორჯომელი ამომრჩევლებისთვის რომელია უფრო სანდო
15:34 / 25.10.2024
2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის სულ 3030 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, მათგან
800-მდე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ტრადიციული წესით იქნება
შესაძლებელი, ხოლო დანარჩენ საარჩეუვნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა
ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება.
ძველი თუ ახალი ტექნოლოგიებით, რომელი ფორმა არის ამომრჩევლებისთვის
შედარებით სანდო და მოსახერხებელი, ეს კითხვა ბორჯომში რესპონდენტებს
შემთხვევითობის პრინციპით დავუსვით.