განწყობა არის ძალიან კარგი მმართველი გუნდის მიმართ - ოთარ არბოლიშვილი
13:52 / 15.10.2024
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 18 პარტია იღებს.
ბორჯომში 5 პოლიტიკური ძალა, აქტიურად ხვდება ამომრჩეველს.
ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ერთი და იგივე კითხვით მიმართა ხუთივე
პოლიტიკურ აქტორს.
„ქართული ოცნება ქვეყანას პირდება, რომ იქნება მშვიდობა“, „საარჩევნო
გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი“, „პარტიის საგარეო კურსი არის
ევროპა, მაგრამ აუცილებლად ქართული იდენტობით და ადათ-წესებით“ -
ამბობს ოთარ არბოლიშვილი, „ქართული
ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბორჯომში.