დღეს წყდება ჩვენი რუსეთის იმპერიიდან გასვლის ბედი - ბესიკ ფოფხაძე
13:40 / 15.10.2024
26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებში მონაწილეობას 18 პარტია იღებს. ბორჯომში 5 პოლიტიკური
ძალა, აქტიურად ხვდება ამომრჩეველს.
ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ერთი და იგივე კითხვით მიმართა ხუთივე
პოლიტიკურ აქტორს.
„ქართული ოცნება დამარცხდება და ბიძინა ივანიშვილს და ოცნებას მოუწევთ
პოლიტიკიდან წასვლა“, „ჩვენ კი არ უნდა ჩავკეტოთ კარები
ევროკავშირთან, პირიქით ფართოდ უნდა გავაღოთ“, „ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას, დასავლეთის გარეშე ვერ შევძლებთ“,
"განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ გავაუქმებთ ოპოზიციას, ეს არის
სიგიჟის ნიშნები“ - ამბობს ბესიკ ფოფხაძე - კოალიცია ცვლილებისთვის
ბრჯომის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.