სამ კვირაში არჩევნებია, რა იცის ხალხმა ხმის მიცემის პროცედურებზე
15:10 / 04.10.2024
რა იცის ბორჯომში მოსახლეობამ
მოახლოებულ არჩევნებზე, უბნებზე არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე და
ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებულ სიახლეებზე? - კითხვაზე
ადგილობრივებმა არაერთგვაროვანი პასუხები გაგვცეს.
ბორჯომში,საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით 24-ი საარჩევო უბნიდა, 16 უბანზე ჩატარდება, ხოლო რვა
უბანზე ტრადიციული მეთოდით.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში
კენჭისყრა, ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით,3030 საარჩევნო
უბნიდან 2262-ში ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობები განთავსდება.
მხოლოდ 768 უბანზე ჩატარდება კენჭისტრა ტრადიციული, ძველი
წესით.