პოლიტიკა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით, 25 ხმით ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომერე აირჩიეს. კენჭისყრაში 31-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
გაბათილდა 5 ბიულეტენი, 1 დაიკარგა. საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დავით ზაალიშვილი უხელმძღვანელებს.


დავით ზაალიშვილი დაიბადა 1981 წლის 29 სექტემბერს ქალაქ ბორჯომში;

1999 წელს დაამთავრა ბორჯომის №2 საშუალო სკოლა;

1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე, სპეციალობით „ავტოინჟინერი”;

2004-2005 წლებში მუშაობდა ბორჯომის №1 ჩამომსხმელ ქარხანაში ტექნიკური მომსახურების ჯგუფში;

2005-2009 წლებში მუშაობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე;

2015-2017 წლამდე იყო ა(ა)იპ-ბორჯომის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორი;

2017 ა(ა)იპ ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი; 2018-2020 წლებში იკავებდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. იყო მერის მოველაობის შემსრულებელი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Print