ამომრჩეველმა ბორჯომის საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა სცადა
17:15 / 02.10.2021
ბორჯომის №6 საარჩევნო უბანზე
ამომრჩეველმა ბიულეტენის გატანა სცადა. შემთხვევა იმ დროს მოხდა,
როდესაც ხანდაზმულმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.კონვერტში ორი ბიულეტენი მოათავსა და
ერთი შეინახა. საარჩევნო უბანზე ამ ფაქტს რეაგირება მალევე მოჰყვა,
ამომრჩეველს დაატოვებინეს ბიულეტენი, რომელიც შემდგომში გააბათილეს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ამის შესახებ საჩივარი დაწერა,
თუმცა კომისიამ არ განიხილა და ის შენიშვნის სახით მიიღო.