არჩევნები 2021
"ვიმყოფებით იზოლაციაში და გადასატანი ყუთის საშუალებით დავაფიქსირე არჩევანი" - დავით ბარდაძე
გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით დააფიქსირა დღეს საკუთარი არჩევანი დავით ბარდაძემ. ოჯახს კოვიდი დაუდასტურდა და იზოლაციაში იმყოფება. ხმის მიცემა ოჯახიდან მხოლოდ დავითმა შეძლო, მისმა მეუღლემ კი რეგისტრაციის ვადის ამოწურვის გამო, ვერ შეძლო არჩევანის დაფიქსირება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეც უბანზე 69 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print