არჩევნები 2021
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება
მოსახლეობა 64 მერს და საკრებულოს 2 068 წევრს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით აირჩევს.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

ის ვისაც, 2 ოქტომბერს ავირჩევთ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქის, თემის ბედს გადაწყვეტს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ბორჯომში 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
Print