"გადავწყვიტე შემერჩია ისეთი პარტია, სადაც ხმებს მივიღებდი მე თვითონ" - გრიგოლ ჯვარიძე
18:55 / 14.09.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ხელისუფლების დროს ბორჯომის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ამჟამად
სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული გრიგოლ ჯვარიძე, ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე, „ევროპელი დემოკრატების “ პროპორციული
სიის პირველი ნომერია.ის პოლიტიკაში ბრუნდება და
საკრებულოში შესვლა სურს. ამბობს, რომ სახელმწიფო სამსახურში
დასაქმებულს ხმის ამოღების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, ოპოზიციაში
მოსვლის შემთხვევაში კი პრობლემებზე საუბრის და მისი მოგვარების მეტი
ბერკეტი ექნება. რატომ გადაწყვიტა "ევროპელი დემოკრატების" სახელით
პოლიტიკაში მოსვლა გრიგოლ ჯვარიძემ, რას აპირებს საკრებულოში
დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში და რას ჰპირდება
ამომრჩეველს - "დღის ამბების" შეკითხვებს პასუხობს "ევროპელი
დემოკრატების" სიის პირველი ნომერი გრიგოლ ჯვარიძე.