არჩევნები 2021
„ან უნდა დაეტოვებინა სამსახური, ან უნდა ყოფილიყო ჩვენთან“ - ლევან თათოშვილი შესაძლო ზეწოლაზე ბორჯომში
სამცხე-ჯავახეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის წევრებმა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა დატოვეს. პარტიის რეგიონული კოორდინატორი ლევან თათოშვილი ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზე და დაშინებაზე საუბრობს.

პარტიული სიის მეორე ნომრობაზე, ბორჯომის მერიის მოქმედმა თანამშრომელმა, მარიამ გელაშვილმა ჯერ თანხმობა განაცხადა, შემდეგ კი სიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.






ლევან თათოშვილი ამბობს, რომ ბორჯომში არც მერობის კანდიდატი და არც მაჟორიტარობის მსურველები ეყოლებათ, საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ პარტიული სია წარადგინეს. სიის პირველი ნომერი კოკა კობალაძეა.




Print