არჩევნები 2021
გახარიას პარტიას ბორჯომში მერობის კანდიდატი არ ეყოლება
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ბორჯომში მერობის კანდიდატი არ ეყოლება.
„მერობის კანდიდატი არ გვეყოლება, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება საკრებულოს მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები. მერობის არცერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ და არცერთ პარტიასთან არ გვაქვს გარიგება - ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ლევან თათოშვილი, პარტიის რეგიონული კოორდინატორი.

გიორგი გახარია ქვეყნის მასშტაბით კანდიდატების დასახელებას დღეს გეგმავს.


ამ დროისთვის (1 სექტემბერი) ბორჯომში მერობის კანდიდატი ორმა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელა. 

"ნაციონალური მოძრაობის"  სახელით მერის სავარძლის დაკავებას გივი ჯოლბორდი შეეცდება, ხოლო "ქართული ოცნების" სახელით ბორჯომის მერობისთვის ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს.

Print