არჩევნები 2021
ვის ვირჩევთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 39 დღე რჩება. 2 ოქტომბერს ამომრჩეველი მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს. ამ დროისთვის ბორჯომში მხოლოდ ორ პარტიას, ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს დასახელებული მერობის კანდიდატები.
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას საარჩევნო კამპანია ჯერ დაწყებულიც არ აქვს. შესაბამისად, ხალხმა დაზუსტებით არ იცის, ვის ირჩევს 2 ოქტომბრის არჩევნებზე.


Print