დღის ქრონიკა
გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

ბორჯომის მაჟორიტარმა  დეპუტატმა და  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ დღის ბოლოს განცხადება გააკეთა. ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს.

როგორც მან განმარტა, მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო როგორც პიროვნული ხასიათით, ისე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე უმრავლესობაში და დავტოვო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". ხაზგასმით ვაცხადებ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" არიან ჩემი მეგობრები, კარგი და ღირსეული ადამიანები და მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი ალასანიას, რომელიც არის საქართველოს პოლიტიკისთვის ძალიან ღირებული პიროვნება, თუმცა ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის უმრავლესობაში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბევრი არგუმენტით, როგორც პიროვნული ხასიათის, ისე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. მეორე მხარესაც ჩემი მეგობრები არიან და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო, პიროვნულად მაინც ვიხლიჩებოდი", - განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღო, რაც საბოლოო ჯამში, უფრო ღირებულად ჩათვალა.

Print