არჩვნები 2020
ოპოზიცია პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებს
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "ლეობორისტული პარტია" და "გირჩი". განსხვავებული პოზიცია აქვს და მანდატებს ინარჩუნებს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები".
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
Print