არჩვნები 2020
შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვს, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია - ირაკლი კობახიძე
საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვთ, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე შეთანხმება მიღწეული იქნება.
"საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში.
შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება".- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


Print