არჩვნები 2020
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა
საარჩევნო უბნებზე 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, ნაძალადევის მე-7 ოლქშია, სადაც ამომრჩევლის 16% გამოცხადდა. მაღალი აქტივობაა აჭარაში, 30-ე ოლქში (ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი), სადაც 30 162 ამომრჩეველი მივიდა. ხოლო
"რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია -26,2%, ყველაზე დაბალი - დედაქალაქში - 17.5% შიდა ქართლში ფიქსირდება - 25.9%, მცხეთა-მთიანეთი - 24.7%, აჭარა - 24.1%, სამეგრელო - ზემო სვანეთი -22.7%, ქვემო ქართლი - 22.2%, იმერეთი 21.6%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს - მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.8% შეადგინა, ვაკეში - 17.5%, საბურთალო - 17%, ისანი - 16.9%, სამგორი - 18.3%, დიდუბე, ჩუღურეთი - 20.2%. ნაძალადევი - 16%, გლდანი - 16.6%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - 26.2%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი - 24.7%, რუსთავი, გარდაბანი - 22.2%, ხაშური, ქარელი - 25.9%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი - 27.4%, ქუთაისი - 16.7%, ზუგდიდი - 22.7%, ბათუმი- 19.5%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - 31.2%", - აღნიშნულია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
17:00 საათის მონაცემებით, უბნებზე სულ 443 963 ამომრჩეველი მივიდა.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა ამის მიუხედავად, მათი კანდიდატები ბიულეტენებში მაინც რჩებიან


Print