არჩვნები 2020
12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 % შეადგინა
იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29 % შეადგინა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის 177 462 ამომრჩეველმა მისცა.

"ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რაც 11,4%-ს შეადგენს. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა - 6,2%, რაც ჯამში 8321 ამომრჩეველია", - განაცხადა იოსელიანმა.
Print