არჩვნები 2020
ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები - (IRI)
..საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი"  (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს ანგარიშში წერია, რომ არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა კი, არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე ნეგატიურად იმოქმედა.

„საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა.“- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

2020 წლის 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისა და 9 საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მისიის ანგარიში სთავაზობს საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას მომავალი არჩევნების სანდობიის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ რეკომენდაციებს.

Print