არჩვნები 2020
რუსთაველზე დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს
დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ოპოზიციური პარტიები აპირებენ გააპროტესტონ ცესკოს მიერ გამოცხადებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება.
13 ნოემბერს "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლება შეხვედრა გაიმართეს. შეხვედრაზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მმართველ პარტიასა და ცესკოს შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ ისინი უარს აცხადებენ
საპარლამენტო მანდატებზე და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
Print