არჩვნები 2020
„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში.

„მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ

თბილისის მერმა "ოცნება"-ში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცველებს მადლობა გდაუხადა,

"მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს რბილი ძალის გამოყენებით. ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ ყველას გვაქვს 1 სამშობლო - არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, ცდილობენ ცესკოს შენობაში შეჭრას. არც ისაა სასიამოვნო, რომ პოლიცია იძლებული ხდება თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს", - ამბობს კალაძე



Print